Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ს სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის, ასევე, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის მინიოს უნივერსიტეტში, ავეიროს უნივერსიტეტში და ევორას უნივერისტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული PEERS კრედიტ-მობილობის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

 

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ

 

1. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდივე ფაკულტეტის კადემიური პერსონალის წარმომადგენლებს;

2. ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებს ცენტრალური თუ საფაკულტეტო ერთეულებიდან; 

3. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდივე ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებიც 2026/2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში იმყოფებიან:

  • ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე სემესტრში;
  • მაგისტრატურის საფეხურის პირველ, მეორე და მესამე სემესტრში;
  • დოქტორანტურის პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე და მეხუთე სემესტრში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სემესტრი, რომელშიც გეგმავთ მობილობის განხორციელებას არ უნდა იყოს: დამამთავრებელი/ხარისხის მიმნიჭებელი

 

სტიპენდიის ხანგრძლივობა:  

  1. პერსონალი: 5 სამუშაო დღე + 2 მგზავრობის დღე 
  2. სტუდენტები: 5 თვე

 

სტიპენდია მოიცავს: 

  1. პერსონალისათვის:  170 ევრო დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება + საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევის დაფინანსება
  2. სტუდენტებისათვის: ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება + საერთაშორისო დაზღვევის დაფინანსება 

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები!
 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

  • ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (მინიოს უნივერსიტეტი/თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • დოკუმენტების შეფასება (მინიოს უნივერსიტეტი/თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მინიოს უნივერსიტეტი)

 

განაცხადების მიღება იწარმოებს:  2026 წლის 10 აპრილის ჩათვლით შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით: https://uminho.moveonfr.com/locallogin/67d170d4f484e754ea054497/eng

არასრული ან/და დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება!!!

 

საბუთების მიღების პროცედურებზე და პროგრამასთან დაკავშირებული სხვა საჭირო ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: განაცხადის გაკეთების სახელმძღვანელო

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge